დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია არჩევნების გადადების შესახებ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და პოლიტიკური კალენდრის მათ გეგმებზე მორგების მცდელობად აღიქვამს.
„ქართული ოცნება” თუ უკვე იხილავს, რომ შესაძლოა არჩევნები გადაიტანონ, მე მგონია, რომ უფრო ჰგავს რაღაც პოლიტიკური კალენდრის საკუთარ გეგმებზე მორგების მცდელობას, ეს პრეცენდენტიც ბუნებრივია ძალიან ცუდ ასოციაციებს იწვევს. გახსოვთ, როდესაც წინა ხელისუფლების დროს საპარლამენტო არჩევნების თარიღმა გადაიწია, ამან ძალიან დიდი ვნებათაღელვა და კონფლიქტური მღელვარება გამოიწვია. იმედი მაქვს, რომ ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ მოსაზრება კობახიძის და არა გეგმის გახმოვანება,”- განაცხადა ეკა ბესელიამ.
„ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ ეპიდსიტუაცია გაუარესდება, შესაძლოა არჩევნები დეკემბერში ჩატარდეს.
უნდათ ჩაატარებენ ოქტომბერში არჩევნებს, უნდათ არა – რომან გოცირიძე











