დამთავრდა კრიზისი, პოლიტიკური. დასრულებულია. ზოგი შემოვა-არ შემოვა, ეს აღარავის აინტერესებს,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა
„საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის საკმარისი ხმები არის. საარჩევნო რეფორმა მიდის წინ და იცით, რომ საკითხების აბსოლუტურ უმრავლესობაზე შევთანხმდით. ახლა მართლმსაჯულებას უნდა მოვკიდოთ (ხელი) და საკონსტიტუციო ცვლილებებს,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.










