„ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკურ კრიზისი მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებით დაიძლევა – არავინ ოპოზიციიდან ივანიშვილს ფასადად არ გამოვადგებით“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
„ხელისუფლებამ ჩვენი წინადადებები იცის, მაგრამ ხელისუფლება დუმს. ხელისუფლებამ, რომელმაც 31 ოქტომბერს გიგანტური ანტისახელწიფოებრივი ნაბიჯი გადადგა, რაც არჩევნების ჩაუტარებლობაში გამოიხატა, პოლიტიკური კრიზისი შექმნა. ამ პოლიტიკურ კრიზისს დაძლევა უნდა – კრიზი მხოლოდ ახალი არჩევნების ჩატარებით დაიძლევა“, – განაცხადა მელიამ.
მან აქვე აღნიშნა, რომ არ შეიძლება ლეგიტიმაცია მიენიჭოს ხელისუფლებას, რომელმაც არჩევნები კი არ მოიგო, არამედ დაიწერა.
„ბიძინა ივანიშვილს ან მოპარულ არჩევნებს ვუკანონებთ ან ის იძულებული გახდება, რომ ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩანიშოს. სხვა გამოსავალი მას არა აქვს. თუ რიგგარეშე არჩევნები არ ჩაინიშნა, ოპოზიციის პარლამენტში შესვლა აღიქმება როგორც ივანიშვილის მიერ ყურით შეთრევა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ „ლელოს“ ოფისში ამ წუთებში ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს.










