პასუხი არ მაქვს რა ჯობია, პარლამენტს შიგნით თუ პარლამენტს გარეთ, – ამის შესახებ „გირჩი მეტი თავსუფლების” ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში კრიზისია და ის კიდევ გაღრმავდება და ზოგიერთი პარტია “ხალხის გამწარებას” ელოდება.
“ვიღაცები ელოდებიან როდის გამწარდება მშიერი ხალხი და გარეთ გამოვა, არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც კი მაგაზე დებენ ფსონს. საბოლოდ კრიზისი იმდენად ღრმა არის და კიდევ უფრო გაღმავდება, რომ ეს გამოიწვევს ხალხის გამწარებას და ეგ იქნება იმის მასტიმულირებელი, რომ ხელისუფლებას მოუწევს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, მაგრამ, მაქამდე როგორ მიდიხარ ჩემი აზრით მთავარი კითხვა არის ეგ, მაქანდე მისასვლელად რა ჯობია პარლამენტში ყოფნა თუ პარლამნტის გარეთ ყოფნა მაგ კითხვაზე პასუხი არ მაქვს”, – ამბობს ჯაფარიძე.











