„ დღეს ყველა ხედავთ, რომ პოლიტიკური პროცესი ბრუნდება ნორმალურ კალაპოტში. პარლამენტს ჯობს გაუძღვეს ისეთი ადამიანი, რომელიც არ იყოს მხარე ამ მოლაპარაკებებში“,- ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
არჩილ თალაკვაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ დატოვა მან თავმჯდომარის თანამდებობა.
„საჭიროა გუნდის გაძლიერება, საჭიროა ოპოზიციას ვაჩვენოთ, რას ნიშნავს რეალური დემოკრატია. ყველა ხედავთ, რომ ჩვენ მიერ გატარებული რეფორმებით გვაქვს წარმომადგენლობითი პარლამენტი, ჩვენ სწორედ ეს გვსურდა და ამიტომ ვმონაწილეობდი მოლაპარაკებაში.
ჩვენი გუნდის ინტერესებში შედის, რომ ჩვენი უმრავლესობა იყოს დარბაზში ძლიერი პოზიციებით წარმოდგენილი. მესმის, რომ იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ გარკვეულ სენტიმენტები სკამებთან დაკავშირებით, არ სჯერათ შეიძლება თუ არა მიიღოს ადამიანმა ხელისუფლებიდან ასეთი გადაწყვეტილებები, მაგრამ გეტყვით, რომ თანამდებობა ჩვენი გუნდისთვის არ არის თვითმიზანი“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.











