“ვახტანგ გომელაურთან დაკავშირებით ბუნებრივია არის ბევრი კითხვა, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამინისტრო ყველაზე ბევრი გამოწვევები სწორედ ამ სამინისტროს წინაშეა. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო მადლობა ვახტანგ გომელაურის და ყველა პოლიციელის მიმართ”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, სოზარ სუბარმა განაცხადა. ხვალ შს მინისტრი პარლამენტის წინაშე წარდგება
„მართლა წარმოუდგენელია ის შეურაცხყოფები, რასაც მათ აყენებენ ოპოზიციონერი ლიდერები, დაწყებული მიხეილ სააკაშვილიდან დამთავრებული გიგი უგულავათი. სხვებიც არ აკლებენ მაგრამ განსაკუთრებით ეს ორი ადამიანი გადის ყველანაირ ზღვარზე მათი ოჯახის შეურაცხყოფის და მე მინდა დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ პოლიციელს პროფესიონალიზმისა და მოთმინებისთვის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.










