აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ითვალისწინებს დაფინანსების გაზრდას პოლიციელთა უკეთ მოსამზადებლად ძალის გამოყენების საკითხში და მონაცემთა ფედერალური ბაზის შექმნას პოლიციელთა არამართლზომიერი ქმედებების შესასწავლად.
დონალდ ტრამპმა, თეთრ სახლში გამოსვლის დროს განაცხადა, რომ განკარგულების თანახმად, პოლიციელებს „მახრჩობელა ილეთების“ გამოყენება ეკრძალებათ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პოლიციის ოფიცრის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
„საერთო მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ გვსურს იყოს კანონი და წესრიგი და გვსურს, რომ ეს მოხდეს პატიოსნად, სამართლიანად და უსაფრთხოდ“, – განაცხადა განკარგულების ხელმოწერამდე ერთი დღით ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა.











