პოლიციის თანამშრომლის მკვლელობისთვის დაკავებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გორის რაიონულმა სასამართლოს მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა მიიღო.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც მკვლელობას დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ გულისხმობს.
წარდგენილი ბრალდება 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, ერედვის პოლიციის განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი 30 ივნისს, ღამით, საკუთარ სახლში მოკლეს.
ასევე ნახეთ: ვინ არის გორში მოკლული პოლიციელი – მკვლელობის სავარაუდო მოტივი ცნობილია











