შატილში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე საგურამოს პოლიციის განყოფილებაში რამდენიმე პირი გამოიკითხა. მათ შორის არის პირი, რომელიც მძღოლს გზას ასწავლიდა.
რამაზ სეფისკვერაძე ამბობს, რომ მძღოლმა შატილში მისასვლელი გზა არ იცოდა, ამიტომ იგი მიკროავტობუსს წინ მიუძღვებოდა.
შეგახსენებთ, შატილის გზაზე მგზავრებით სავსე მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შედეგად გარდაიცვალა 17, ხოლო მძიმედ დაშავდა 3 ადამიანი. დაშავებულები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში არიან გადაყვანილები.
შატილში მომხდარტი ტრაგედიის გამო 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.











