აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, ჩინეთში დაკავებული კანადის ორი მოქალაქის ჯაშუშობაში დადანაშაულების გამო „უკიდურესად შეშფოთებულია“. პომპეო ჩინეთს მოქალაქეების განთავისუფლებისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
„ეს ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებული და სრულიად უსაფუძვლოა“,- განაცხადა პომპეომ.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთმა კანადის ორ მოქალაქეს – მაიკ სპავორისა და მაიკლ კოვრიგს ბრალი ჯაშუშობაში დასდო.
ორივე მათგანს ბრალი ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველ ჯაშუშობასა და ჩინეთის ფარგლებს გარეთ მყოფი პირებისთვის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უკანონოდ მიწოდებაში ედებათ.
კანადის ხელისუფლებამ ჩინეთის მიერ თავისი მოქალაქეების დაკავება „თვითნებურ ქმედებად“ შეაფასა.











