„პოპულარულ იაპონურ კომიქსში (იგივე მანგა), სახელწოდებით „რამენ საიუკი“, ერთ-ერთი ეპიზოდი ქართულ ღვინოს მიეძღვნა“,- ამის შესახებ საქართველოს საელჩო იაპონიაში სოციალურ ქსელში წერს.
„პოპულარულ იაპონურ კომიქსში (იგივე მანგა), სახელწოდებით „რამენ საიუკი“, ერთ-ერთი ეპიზოდი ქართულ ღვინოს მიეძღვნა.
კომიქსის გმირები აღნიშნავენ, რომ ღვინო საქართველოში დაიბადა, ხოლო ქართულმა ქარვისფერმა ღვინომ მსოფლიოში ახალ ტენდენციებს დაუდო საფუძველი.
ამავე დროს, ქართული ქარვისფერი ღვინო, თეთრი ან წითელი ღვინისგან განსხვავებით, აზიურ სამზარეულოსაც საუკეთესოდ შეეხამება“,- წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
【ქართ./日本語】პოპულარულ იაპონურ კომიქსში (იგივე მანგა), სახელწოდებით "რამენ საიუკი", ერთ-ერთი ეპიზოდი ქართულ ღვინოს…
Posted by Embassy of Georgia to Japan on ორშაბათი, 15 ივნისი, 2020











