პორტლენდში ფედერალურ სასამართლოზე თავდასხმა აშშ-ის მთავრობაზე თავდასხმის ტოლფასია,- ამის შესახებ აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, უილიამ ბარიმ განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„მთავრობის უმთავრესი პასუხისმგებლობა კანონის უზენაესობის დაცვაა, რათა ხალხმა იცხოვროს უსაფრთხოდ და შიშის გარეშე. იუსტიციის დეპარტამენტი გააგრძელებს მუშაობს ამ ვალდებულების შესასრულებლად“, – განაცხადა უილიამ ბარიმ.
ცნობისთვის, პორტლენდში უკვე რამდენიმე კვირაა, რასიზმისა და პოლიციის მხრიდან ძალადობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები იმართება, რა დროსაც პოლიციასთან შეტაკება რამდენჯერმე მოხდა. ამის გამო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ქალაქში ფედერალური ძალები გააგზავნა.










