სტუმრობაც პროვოკაციული იყო და მასპინძლობაც. პროტესტის მესმის, მაგრამ ფორმა არ მომწონს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
„საბედნიეროდ, საზოგადოებაც იგივეა და კარგად „ზომავს“ პროტესტის გულწრფელობას და იმას, თუ ვინ აპროტესტებს. ისე, რა შინაარსითაც წინააღმდეგობას გამოვხატავთ, ამისთვის თავის დროზე უნდა მოგვეთხოვა პასუხი და არ ავყოლოდით „მარცხის ზეიმად გასაღებას“, ან მინიმუმ, დღეს მაინც არ უნდა ვიდგეთ იქ, სადაც მხოლოდ ხელისუფლებაში დაბრუნების ჟინი „თუხთუხებს“, – განაცხადა ხუნდაძემ.
ცნობისთვის, რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. როგორც მან აღნიშნა, მან თბილისში ვიზიტი საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად დაგეგმა.
სასტუმრო „რუმსში“ სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს და კვერცხები დაუშინეს.
პოზნერმა საქართველო დაგეგმილზე ადრე, დღეს დილით დატოვა.











