პრემიერი პირადად აწარმოებს მოლაპარაკებას „ფაიზერის“ ხელმძღვანელობასთან 1 მლნ დოზის შესყიდვაზე“,- ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„რამდენიმე დღეში ქვეყანაში შემოვა „ასტრაზენეკას“ პარტია, ველოდებით ჩინური ვაქცინის „სინოფარმის“ საერთაშორისო დასტურს, ვაქცინა უკვე დასაწყობებულია. პრემიერ-მინისტრი უშუალოდ აწარმოებს „ფაიზერის“ ხელმძღვანელ პირებთან მოლაპარაკებას ერთ მილიონ დოზაზე. ვაქცინის პროცესში ჩაერთვებიან საჯარო მოხელეები, გამგეობის, გუბერნიების და სამინისტროს თანამშრომლები. ვაქცინაცია დაგვაახლოვებს ერთმანეთთან და თავისუფალ სამყაროსთან“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.











