მგონია, რომ დღევანდელ ეტაპზე, პრემიერობის თემა ოპოზიციაში ტროას ცხენივით არის შემოგდებული, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.
„სასურველია, ქარიზმატული პრემიერი. ეს რომ იყოს საპრეზიდენტო არჩევნები, რა თქმა უნდა, ბუნებრივი იქნებოდა კანდიდატების დასახელება და ისე გასვლა არჩევნებზე. ახლა ჩვენთვის მთავარია, დავამთავროთ ბიძინა ივანიშვილი თავისი დამსხვრეული ოცნებით და დავიწყოთ საქართველოს აღდგენა, მერე გაირკვევა, ვინ იქნება პრემიერი.
დღეს კანდიდატებზე საუბარი არასერიოზულად მიგვაჩნია. მიმაჩნია, რომ დღეს ამ თემაზე მსჯელობა და ფიქრი საქმეს გააფუჭებს. პრემიერ-მინისტრად საკუთარი კანდიდატურის დასახელება, პოლიტიკოსისთვის არ არის სირცხვილი და არც დანაშაული. ეს არის სრული კონსტიტუციური თავისუფლება, მაგრამ სჯობს, პოლიტიკოსებმა ახლა თავი შეიკავონ“, – განაცხადა ნათელაშვილმა.











