fbpx
18/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

პრეზიდენტი: დღევანდელი ჩვენი დიდგორის ბრძოლა მოსაგებია, დღევანდელი დიდგორი პანდემიასთან ომია

22:45 აგვისტო 12, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
781
ნახვა

900 წელი გავიდა დიდგორის გამარჯვებიდან, თუმცა დიდგორით აღფრთოვანება ხშირად ხელს გვიშლის დავით აღმაშენებლის რეფორმების სრულყოფილ გააზრებაში. გვიჭირს დავინახოთ დიდი სამხედრო გამარჯვების მიღმა, საზოგადოებრივი მნიშვნელობის უფრო მასშტაბური ბრძოლები და გამარჯვებები, რამაც შექმნა თანამედროვე საქართველო, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 900 წლის წინ დიდგორი იყო ის  ბრძოლა, საიდანაც საქართველო კავკასიის ხალხებთან ერთად მიუხედავად რელიგიური და ეროვნული ნიშნებისა, გამარჯვებული გამოვიდა.

„დავით აღმაშენებელმა შექმნა თანამედროვე სახელმწიფო თანამედროვე სტრუქტურებით და თანამედროვე ჯარით, სახელმწიფოში დანერგა ის ქრისტიანული და უნივერსალური ფასეულობები, რითაც მოვედით დღემდე – ტოლერანტობა, როგორც ქართული სახელმწიფოს სიძლიერის ფუნდამენტი და მისი ცივილიზაციის მონაპოვარი. დღეს  ტოლერანტობის ეს ტრადიცია ახლებურად უნდა გავიაზროთ, თანამედროვე საქართველოში უნდა შევქმნათ გარანტია თავისუფალი და ყველასათვის დაცული საზოგადოების. დავითის მსგავსად განათლებას და კულტურას უნდა მივანიჭოთ სახელმწიფოში ფუნდამენტური მნიშვნელობა. 900 წლის წინ დიდგორი იყო ის  ბრძოლა, საიდანაც საქართველო კავკასიის ხალხებთან ერთად, მიუხედავად რელიგიური და ეროვნული ნიშნებისა, გამოვიდა გამარჯვებული.  ეს არა მხოლოდ ეროვნული სიამაყის საფუძველია, არამედ ასევე  ჩვენი კავკასიური მომავლის გზასაც წარმოადგენს. დიდგორი დღეს ვერ შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რომ ვადიდოთ ჩვენი წინაპრების თავდადება, ვიამაყოთ ამ ღირსეული წარსულით და გმირობით. დღევანდელი ჩვენი დიდგორის ბრძოლა მოსაგებია. დღევანდელი დიდგორი პანდემიასთან ომია, რომელიც ემუქრება ჩვენს მოსახლეობას და მაშასადამე, სახელმწიფოს, და რომელმაც ჩვენი 6278 მოქალაქე უკვე იმსხვერპლა! ნუთუ ეს, ამ მცირერიცხოვანი ერისათვის, არ უდრის ბრძოლის ველზე დიდ დანაკარგს? დიდგორი დღესაც ჩვენი მოსაგებია, თუნდაც ეს არ იყოს საომარ ველზე! ჩვენ ნამდვილ ბრძოლაში ვიმყოფებით და ამ ბრძოლაშიც, როგორც 900 წლის წინ, უნდა ვიყოთ წინდახედულნი, გამბედავნი და ერთად შეკრულნი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, პანდემია დაპირისპირების საგანი არ უნდა გახდეს.

„სამწუხაროა, რომ ეს საკითხიც კი გახდა ნიშნის მოგების, პოლიტიზირების და ერის დაპირისპირების საგანი. სრულიად მიუღებელია, რომ გარედან, კომფორტში მყოფი ზოგი, ვითომც პოლიტიკოსი ბედავს და ცილს წამებს, შეურაცხყოფას აყენებს იმ  მედიცინის სამყაროს თავდადებულ პიროვნებებს, რომლებმაც, გარდა იმისა, რომ საქართველოს მედიცინა საზღვარგარეთ ასახელეს, უკვე წელიწადნახევარზე მეტია მუხლჩაუხრელად ემსახურებიან ხალხს და მათი სიცოცხლის გადარჩენას. დღეს ესენი არიან ჩვენი დიდგორისეული გმირები და დიდად პატივსაცემი, თავდადებული პროფესიონალები. მათ უნდა ვუთხრათ მადლობა. აქაც, როგორც ყველა დიდი გამოწვევის წინაშე, მთავარი ამოსავალი წერტილი და გამარჯვების ერთადერთი გასაღები ჩვენს ერთობაში იყო და არის კიდევაც. ამ ერთობას საქართველოს ეკლესია განასახიერებდა, მტერზე გამარჯვებას წინ უძღოდა და ერს ზურგს უმაგრებდა. დღესაც აუცილებელია, რომ ეკლესიამ ამ გადარჩენის ბრძოლაში თავისი კუთვნილი და უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. ქართული ეკლესია მუდამ პიროვნული თავისუფლების, არჩევანისა და პასუხისმგებლობის მხარეს იდგა და დღესაც დგას, თუმცა დღეს კურთხევის გარეშე ძნელი წარმოსადგენია მინიჭებული თავისუფლების რეალური განხორციელება. ასეთია დღეს ეკლესიის გამოწვევა და საპასუხისმგებლო არჩევანი, რამეთუ,  ეს ბრძოლა ყველამ ერთად უნდა მოვიგოთ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა, სახელმწიფო უწყებებმა და მეთაურებმა, საზოგადოებამ და ეკლესიამ. ყველანი ვიქნებით ხვალინდელ შედეგზე პასუხისმგებლენი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ დიდგორისეული ბრძოლები დღეს ჩვენი საზღვრებით არ შემოიფარგლება.

„გლობალური საფრთხეები 9და აქ მხოლოდ პანდემიას არ ვგულისხმობ) მოითხოვს გლობალურ პასუხს და გლობალურ სოლიდარობას. ამ დღეებში ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყნებში განვითარებული ტრაგედიების მომსწრე გავხდით – საბერძნეთი, იტალია, თურქეთი აღმოჩნდნენ წარმოუდგენელი გამოწვევების წინაშე. ჩვენ მათ ვუცხადებთ სოლიდარობას და თანადგომას. ამავე დროს, მინდა, ვისარგებლო ამ საშუალებით და ჩემი თანადგომა გამოვუცხადო ჩვენი დიასპორის წევრებს, რომლებიც ცხოვრობენ ამ ქვეყნებში და ინაწილებენ ამ ქვეყნების ბედს და სატკივარს. კლიმატის ცვლილებების საფრთხეებიდან გამომდინარე,  ჩვენ გვევალება მზადყოფნა.  ჩვენი მეზობლების მაგალითი გამაფრთხილებელ ნიშნად უნდა მივიღოთ. აუცილებელია ჩვენი ქვეყანა მზად იყოს შესაძლო გამოწვევებთან გასამკლავებლად.  მომზადებული უნდა იყოს შესაძლო სცენარები, საპასუხო გეგმები და გათვლილი  ლოგისტიკური  საჭიროებები. ეს იმის საწინდარია, რომ ხვალინდელ დღეს და შესაძლო საფრთხეებს დავხვდეთ  მზად და შემართებით. დიდგორობას გილოცავთ და მინდა გისურვოთ, რომ ხვალ, მომავალმა თაობებმა ასეთივე სიამაყით გაიხსენონ ჩვენი გამარჯვებები. არ დაგვავიწყდეს, რომ ქვეყნის გაერთიანების, გამთლიანების და განვითარების მთავარი მშვიდობიანი ბრძოლა წინ გვაქვს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

თეგები: პანდემიაპრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ვწუხვარ, რომ ჩვენი საზოგადოება ბოლო დროს უფრო დაკავებულია ვიწრო პოლიტიკური მნიშვნელობის აქციებით და ერთმანეთთან ანგარიშსწორებით – სალომე ზურაბიშვილი

დეკემბერი 8, 2021
792
მსოფლიო

ჯანმო: არსებულმა კოვიდ ვაქცინებმა ადამიანები ომიკრონი ვარიანტი მძიმე ფორმების განვითარებისგან უნდა დაიცვან

დეკემბერი 8, 2021
847
მსოფლიო

WHO-ს ხელმძღვანელი: კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის გაჩენა იმის კიდევ ერთი შეხსენებაა, რომ კორონავირუსი არ დასრულებულა

ნოემბერი 30, 2021
795

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია