აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ექიმი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა მკურნალობის კურსი დაასრულა და ამ შაბათ-კვირას საზოგადოებრივ ღონისძიებებში მონაწილეობა შეუძლია.
მისივე თქმით, პრეზიდენტი მედიკამენტურ მკურნალობას ძალიან კარგად დაემორჩილა.
„შაბათს, პრეზიდენტის დიაგნოზის დასმიდან 10 დღე გადის. მე ველოდები, რომ პრეზიდენტი იმ დროისთვის საზოგადოებრივ საქმიანობას უსაფრთხოდ დაუბრუნდება“, – აცხადებს თეთრი სახლის ექიმი.











