fbpx
21/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

პროდუქტებზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა – საქსტატის კვლევა

22:06 ივლისი 3, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
867
ნახვა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -1.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.1 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.2 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის ცნობით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – ჯგუფში ფასები შემცირდა 4.8 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -1.6 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-28.7 პროცენტი), ხილი და ყურძენი (-6.2 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-5.2 პროცენტი) და თევზეული (-1.2 პროცენტი);

ტრანსპორტის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.4 პროცენტიანი კლება, რაც -0.37 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-7.6 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-4.3 პროცენტი);

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.6 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.19 პროცენტული პუნქტი შეადგინა; ფასები გაიზარდა როგორც ტანსაცმლის (2.8 პროცენტი), ისე ფეხსაცმლის (11.0 პროცენტით) ქვეჯგუფზე;

ჯანმრთელობის დაცვა – ფასები გაზრდილია 2.2 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.17 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების ზრდა დაფიქსირდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (7.1 პროცენტი).

ამასთან, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – ჯგუფში ფასები გაიზარდა 13.6 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.15 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (46.5 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (17.2 პროცენტი), თევზეული (15.8 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (14.8 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (13.5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (13.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (12.6 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (10.0 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (9.3 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა – ფასები გაზრდილია 7.5 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.61 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების ზრდა დაფიქსირდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11.6 პროცენტი) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (10.2 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

ტრანსპორტი: მოცემულ პერიოდში ფასები შემცირდა 8.6 პროცენტით, რის შედეგადაც ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში -1.08 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების კლება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-11.8 პროცენტი).

თეგები: საქსტატი

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

13 511 ხანძარი საქართველოში – მხოლოდ ერთი წლის სტატისტიკა

თებერვალი 10, 2021
848
ეკონომიკა

საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთია, საიმპორტო კი თურქეთი

იანვარი 23, 2021
1.8k
ეკონომიკა

2020 წლის საექსპორტო ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატებია

იანვარი 23, 2021
837

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია