„პროგრესული საქართველოს“ გენერალურ მდინავს, გიორგი კვაბზირაძეს ცეცხლი გაუხსნეს – ინფორმაციას თავად პოლიტიკოსი ავრცელებს.
შემთხვევა გვიან ღამით, ტექნიკურ უნივერსიტეტთან მოხდა. მისი თქმით, უცნობი მას მოუწოდებდა, პოლიტიკიურ საქმიანობას ჩამოშორებოდა. კვაბზირიძე პოლიციამ უკვე გამოკითხა.
„შემომესმა ხმა – პოლიტიკას შეეშვი ბიჭო. იყო გასროლის ხმა, ვუკავშირებ იმ საქმიანობას, რასაც ჩვენი პარტია ეწევა, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ძალა, რომელიც ახალ ენერგიას იკრებს. არ ვაპირებ, რომ პოლიტიკას შევეშვა, ამ ძალას ვერაფერი შეაჩერებს,”- აცხადებს პარტია „პროგრესული საქართველოს” გენერალური მდივანი გიორგი კვაბზირიძე.











