პროკურატურა ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის 30 000- 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეცვლას ითხოვს.
ბრალდების მხარის შუამდგომლობის თანახმად, გირაოსთან ერთად ბრალდებულებს დამატებითი შემზღუდავი ღონისიძებაც დაეკისრებათ. ისინი სახელმწიფო საზღვრისუწყების ინფორმირების გარეშე ვერ შეძლებენ.
შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტის ბრალდებით დააკავა.











