ცოტა ხნის წინ დაპირისპირება მოხდა საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან, სადაც ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებულ ვითარებას აპროტესტებენ და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა რაც პროკურატურის შენობაში შესვლა გადაწყვიტა პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი.
შეგახსენებთ, სახალხო დამცველის ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული.











