რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინტერვიუს გამოეხმაურა, რომელშიც ამერიკელმა ლიდერმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს მკვლელად მიიჩნევს.
„რაც შეეხება ჩემი ამერიკელი კოლეგის განცხადებას, ჩვენ მართლაც ერთმანეთს პირადად ვიცნობთ. რას ვუპასუხებდი მას? ჯანმრთელობას ვუსურვებდი! ჯანმრთელობას ვუსურვებ მას! ამას ირონიის გარეშე ვამბობ. ბავშვობაში, როდესაც ეზოში ერთმანეთს ვეკამათებოდით ხოლმე, ჩვენ ვამბობდით: „ვინც იძახის, იძახის, თავის თავზე იძახის. ეს უბრალოდ ბავშვური ხუმრობა არ არის. ამაში ღრმა, ფსიქოლოგიური აზრი დევს. როდესაც სხვა ადამიანს ვაფასებთ, ჩვენ თითქოს სარკეში ვიყურებით და ვფიქრობთ, რომ ის ჩვენნაირია“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
17 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დადებითად უპასუხა ტელეკომპანია ABC News-ის ჟურნალისტის კითხვას, ფიქრობს თუ არა, რომ პუტინი მკვლელია.
ჟურნალისტის კითხვას, ფიქრობს თუ არა ის, რომ რუსეთის პრეზიდენტი მკვლელია, ჯო ბაიდენმა უპასუხა: დიახ, ვფიქრობ.
ჯო ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს ფასის გადახდა მოუწევს











