რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გლობალური ენერგობაზრის რეგულირებაში შეტანილი წვლილისთვის შეაქო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შექების პარალელურად, პუტინმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის წინააღმდეგ 46-ჯერ დაწესებული სანქციების გამო გააკრიტიკა.











