დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ჯანდაცვის მინისტრთან დაპირისპირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და ამბობს, რომ მას ეკატერინე ტიკარაძესთან არანაირი დაპირისპირება არ აქვს.
„დაპირისპირება არსებობს ჩემსა და მხოლოდ ერთ სუბიექტს შორის, ეს გახლავთ კორონავირუსი, ვჯაბნიდი სექტემბრის შუა რიცხვებამდე, მერე მან დამჯაბნა მე.
არავითარი დაპირისპირება მე ქალბატონ ეკასთან არ მაქვს. ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ, გასაგებია, რომ ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით დისკუსია და განხილვა გვაქს, ეს ბუნებრივი პროცესია, თუმცა მე ყოველთვის ვიცავ სუბორდინაციას“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რომ ამირან გამყრელიძის პენსიაზე გაშვების საკითხი განიხილება.











