ქარიშხალი „ლაურა“, რომელიც ტეხასისა და ლუიზიანას შტატებს დაატყდა თავს, ტროპიკული შტორმის კატეგორიამდე შესუსტდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ქარიშხლების მონიტორინგის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამჟამად ქარის მაქსიმალური სიჩქარე წამში 27 მეტრს შეადგენს. შტორმი ჩრდილოეთისკენ მიემართება წამში 6.7 მეტრის სიჩქარით. რეგიონში ძლიერი ქარისა და წვიმის საფრთხე შენარჩუნებულია.











