„ქართულ ოცნებას“ არჩევნების გაყალბების გამო არ ვაკრიტიკებთ, ჩვენ მას ვაკრიტიკებთ არჩევნების უხეიროდ ჩატარებისთვის , – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ ისეთი პროცესები აწარმოა, რომ პარლამენტში შესვლა სირცხვილი გახდა.
„ქართულ ოცნებას“ არჩევნების გაყალბების გამო არ ვაკრიტიკებთ, ჩვენ მას ვაკრიტიკებთ არჩევნების უხეიროდ ჩატარების გამო. ამან ასეთი ამბები გამოიწვია, რაც ქვეყანაში ხდება. შესაბამისად, დაგვაზიანა სხვა პატიოსანი ადამიანებიც, რომლებიც საქართველოს პარლამენტის წევრები გავხდით, პატიოსნად. ამაში ეჭვი არავის ეპარება. ლეგიტიმურობა ამ არჩევნებს ჩვენი თვალსაზრისით, ოპოზიციისა და პატარა პარტიების, არ აკლია. მაგრამ ამის მიუხედავად, ხელიუფლებამ პროცესი ისე აწარმოა, რომ პარლამენტში შესვლა სირცხვილი გახდა,“ – განაცხადა ხვიჩიამ.










