ბრიტანულმა ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Survation „რუსთავი 2“-ის დაკვეთით უპრეცედენტო მასშტაბის კვლევა ჩაატარა.
ტელეკომპანიის ცნობით, კვლევითმა კომპანიამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 9075 რესპონდენტი გამოიკითხა. survation-ის მონაცემებით, კვლევის ცდომილება მინიმალურია და ის 1.3%-ს შეადგენს. საველე სამუშაოები 12-29 სექტემბერს მოიცავს.
დღეს რომ სპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას ?
ქართული ოცნება -55,6%
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -19,8%
ევროპული საქართველო -5,2%
გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი 5,1%
პატრიოტთა ალიანსი- 3,8%
ლელო -3,1%
ლეიბორისტული პარტია -2,7%
გირჩი -2,1%
ერთიანი საქართველო 1,1%
თავისუფალი დემოკრატები 0,2%
სხვა -1,3%
ბრიტანული კვლევითი კომპანია და „რუსთავი“ 2 არჩევნების დღეს 31 ოქტომბერს ეგზიტპოლის შედეგებსაც შემოგთავაზებთ.











