“რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ გახლავთ ის ხელისუფლება, რომელიც საკუთარი პარტნიორების რეკომენდაციებს ყურადღებით ითვალისწინებს”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სენატორებთან, კონგრესმენებთან, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრები ყოველთვის მაღალი მნიშვნელობის მატარებელია. სწორედ ამიტომ, პერიოდულად, ვმართავთ ვიზიტებს ვაშინგტონსა და ბრიუსელში. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ გახლავთ ის ხელისუფლება, რომელიც საკუთარი პარტნიორების რეკომენდაციებს ყურადღებით ითვალისწინებს“ – აღნიშნა ქვეყნის პირველმა კანონმდებელმა.
შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაცია სენატორ ჯეიმს რიშს, სახელმწიფო დეპარტამენტისა და თეთრი სახლის წარმომადგენლებს, ჯორჯ კენტს და კრის სმიტს, კონგრესმენებს, საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელებს, ადამ კინზინგერს და ჯერი კონოლის შეხვდა.










