„ქართული ოცნება“ ხელის გადაწევის ძალით საწადელს აღწევს და მიაღწევს მანამ, სანამ არ დავამარცხებთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ, მართლმსაჯულების მიმართულებით ვითარება დრამატულად გამოსწორდება.
„საერთოდ არ მიკვირს, რომ ისინი არღვევენ შეთანხმებით გათვალისწინებულ პუნქტებს, დაარღვევენ, კიდევ უფრო მეტ სიჯიუტეს გამოიჩენენ და ეს იქნება განგრძობადი მანამ, სანამ ისინი არიან მართვის სადავეებთან, რომლებიც მათ აქვთ მიტაცებული. უნდა დამარცხდნენ და ამის შემდეგ მართლმსაჯულების მიმართულებითაც ვითარება დრამატულად გამოსწორდება ქვეყნის სასარგებლოდ, ეკონომიკური, სოციალური, საზოგადოებრივი პოლიტიკური ცხოვრება შეიძენს სულის ახალი შთაბერვის შემდეგ ახალ დინამიკას, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამისათვის მნიშვნელოვანია გამარჯვება. ბიძინა ივანიშვილი არ უნდა იყოს მართვის სადავეებთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველთვის ვიქნებით მსგავსი კითხვების დასმის პირისპირ პოლიტიკოსები ოპოზიციიდან და პასუხებიც უნდა გასცეთ უხერხული, რომ აი, უმრავლესობაში ჯერ კიდევ არის „ქართული ოცნება“ და ის ხელის გადაწევის ძალით საწადელს აღწევს და მიაღწევს მანამ, სანამ არ დავამარცხებთ, სანამ ფესვებიდან, რომელიც ღრმად გაიდგა სასამართლოში ივანიშვილმა არ ამოვგლიჯავთ ოლიგარქიულ ინტერესებს, “- აცხადებს ნიკა მელია.










