“ალიანსის მოკავშირეებმა არაერთხელ დააფიქსირეს, რომ ისინი არიან ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, – ამის შესახებ „ქრონიკას“ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ განუცხადა.
„ნატოს გენერალურმა მდივანმა ძალიან მკაფიოდ აღნიშნა, რომ ალიანსი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას და არცერთ ქვეყანას, არცერთ მესამე სახელმწიფოს არ აქვს ვეტოს უფლება, რაც ნიშნავს იმას რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანება არის მხოლოდ ნატოს და ჩვენი ქვეყნის გადასაწყვეტი და რუსეთს ამ პროცესში ჩარევის უფლება არ აქვს.
შეგახსენებთ, ბრიუსელში ნატო-ს დღევანდელი სამიტის შემდეგ დასკვნითი დოკუმენტი გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია: „კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება“.











