fbpx
11/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ზაზა გახელაძის გათავისუფლება კიდევ ერთი მკაფიო მაგალითია იმისა, თუ როგორ ზრუნავს სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებზე – ირაკლი ბერაია

21:01 ივლისი 14, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
784
ნახვა

ზაზა გახელაძის გათავისუფლება კიდევ ერთი მკაფიო მაგალითია იმისა, თუ როგორ ზრუნავს სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებზე, როგორ ყურადღებას აქცევს, იცავს და ზურგს უმაგრებს მათ, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია სოციალურ ქსელში წერს.

„საქართველოს ხელისუფლება, შესაბამისი უწყებები ყველაფერს აკეთებდნენ ზაზას თავისუფლებისთვის… და ეს დღეც დადგა.

ჩვენ არასდროს დაგვიტოვებია ჩვენი მოქალაქეები უყურადღებოდ და ყოველთვის ყველა ინსტრუმენტს ვიყენებდით უკანონო პატიმრობიდან მათ გასათავისუფლებლად. ეს მოითხოვდა დიდ ძალისხმევას, პრინციპულობას და მოთმინებას. ჩვენი ყველა ნაბიჯი იყო შედეგიანი. ასე იყო ზაზა გახელაძის შემთხვევაშიც.

პირველ ყოვლისა, მადლობა საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს, ამ პროცესში ჩართულ აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა უწყებას… განსაკუთრებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელიც, ზაზას დაკავების მომენტიდან, დგამდა და კოორდინაციას უწევდა მისი გათავისუფლების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს.

ზაზა გახელაძის გათავისუფლება კიდევ ერთი მკაფიო მაგალითია იმისა, თუ როგორ ზრუნავს სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებზე, როგორ ყურადღებას აქცევს, იცავს და ზურგს უმაგრებს მათ.

რუსული ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება და საქართველო გამთლიანდება,“ – ირაკლი ბერაია.

ზაზა გახელაძე უკვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა. მას ერგნეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, შს მინისტრი და სუს-ის ხელმძღვანელი დახვდნენ.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა 5 თებერვალს მიუსაჯა. მას ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.

ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს.

 

თეგები: ირაკლი ბერაია

დაკავშირებული სტატიები

სამართალი

ეს იყო ევროპული სპეცსამსახურის ხელმძღვანელის მიერ მოვლენების სწორი შეფასება – ირაკლი ბერაია

დეკემბერი 30, 2021
791
საზოგადოება

ირაკლი ბერაია: სუს-ის სახით, საქართველოს ჰყავს თანამედროვე, კარგად აღჭურვილი და მომზადებული დასავლური სპეცსამსახური

აგვისტო 1, 2021
793
პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველო, როგორც არასდროს, ისე დაუახლოვდა ალიანსს – ირაკლი ბერაია

ივნისი 14, 2021
781

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია