„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრება.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, პოლიტსაბჭოზე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე იმსჯელებენ.
„ოპოზიციის მხრიდან კონკრეტული, კონსტრუქციული ან პრაგმატული და კომპრომისთან მიახლოებული რაიმე წინადადებაც კი არ მოგვისმენია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, რომ მოვიდნენ და ერთი კომპრომისი მაინც წარმოადგინონ. დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში გაიმართება პოლიტსაბჭოს სხდომა. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმსჯელებთ ამ საკითხებზე, რათა მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ჩვენი მეგობრების, პარტნიორების რჩევების, მოთხოვნებისა და თხოვნების რეალიზება“ – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.











