„ქართული ოცნების“ ოფისში სხდომა ჩაინიშნა, ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ოპოზიციის მხრიდან კონკრეტული, კონსტრუქციული ან პრაგმატული და კომპრომისთან მიახლოებული რაიმე წინადადებაც კი არ მოგვისმენია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, რომ მოვიდნენ და ერთი კომპრომისი მაინც წარმოადგინონ. დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში გაიმართება პოლიტსაბჭოს სხდომა. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმსჯელებთ ამ საკითხებზე, რათა მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ჩვენი მეგობრების, პარტნიორების რჩევების, მოთხოვნებისა და თხოვნების რეალიზება“ – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.











