პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან გიორგი რურუას მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
მოძრაობა „დაიცავი არჩევანის“ წევრები სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და პრეზიდენტს რურუას შეწყალებისკენ მოუწოდებენ.
ცნობისთვის, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დაკავებულ გიორგი რურუას ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.











