fbpx
01/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია მიმართვას ავრცელებს

10:34 ოქტომბერი 29, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
778
ნახვა

“ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ სხვადასხვა თაობის ზუგდიდელებთან ერთად საარჩევნო კამპანია შეაჯამა.

მერობის კანდიდატი ამომრჩეველს იმ პრინციპულ განსხვავებებზე ესაუბრა რაც „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალურ მოძრაობის“ კანდიდატებს ერთამეთისგან განასხვავებს.

„ჩვენ უკვე ვასრულებთ მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიას. 30 ოქტომბერი უმნიშვნელოვანესი არჩევანის დღეა – ღირსების პრინციპების და ფასეულობების არჩევანის, რომელსაც ზუგდიდი იცავდა და დაიცავს.

არჩევანს ორ რადიკალურად განსხვავებულ რეალობას შორის ვაკეთებთ. ერთ მხარეს „ქართული ოცნება“ და მისი გუნდი – ჩვენ ვართ, ჰუმანური მმართველობით, ადამიანური ემოციებით, თანმიმდევრული განვითარებით, სამშობლოსა და ტრადიციების სიყვარულით.

მეორე მხარეს საკუთარ ხალხზე განრისხებული „ნაციონალური მოძრაობაა“, ავტორიტარული მმართვის სტილით, რომლისთვის თვისებრივია კონფლიქტი საზოგადოებასთან, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ხელყოფა, ღირსების შელახვა და დანაშაული.

ზუგდიდი, რომლის წიაღიდანაც მოდის ჩვენი გუნდი, გამოირჩევა თაობებს შორის ურთიერთპატივისცემით, მადლიერებით ღვაწლმოსილი უფროსი და მომავალი თაობებზე ზრუნვით.

ჩვენმა ოპონენტმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნაცვლად მადლიერებისა და დაფასებისა, შეურაცხყო ჩვენი უფროსი თაობა, ჩვენი მშობლები. ზუგდიდი და მთელი საქართველო ადამიანის ღირსების შელახვის და არაადამიანური წამების ლაბორატორიად აქცია, ეს გახლავთ სამალავებში აღმოჩენილ კასრებში მომწყვდეული სასტიკი რეალობა, და ადამიანებზე მოძალადე ჯალათი, რომელიც საბოლოოდ ამ აგრესიული პარტიის სიმბოლო გახდა.

ეს არის ძვირფასო ზუგდიდელებო ჩვენს წინაშე არსებული არჩევანი – „ქართული ოცნება“ მისი თანმიმდევრული განვითარების გამოცდილებით და პერსპექტიული გეგმებით, კეთილსინდისიერებით, პროფესიონალიზმითა და „ქართული ცნობიერებით“. და „ნაციონალური მოძრაობა“ რევანშის წყურვილით, უპერსპექტივობით და მძიმე წარსულით.

მე და ჩემი მეგობრები მზად ვართ თქვენი მსახურებისთვის და ღირსების გადამწყვეტი ბრძოლისთვის, გვჯერა თქვენი დიდი მხარდაჭერის ამ ბრძოლაში და თქვენი კეთილგონიერების!

ჩემო ზუგდიდელებო, გელით 30 ოქტომბერს და სწორი არჩევანით გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე! მე ვიქნები თვქენი მერი, თქვენი მსახური და მეგობარი!“ – განაცხადა მამუკა წოწერიამ.

თეგები: მამუკა წოწერია

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ზუგდიდის ახლადარჩეული მერი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა

ნოემბერი 22, 2021
766
პოლიტიკა

მამუკა წოწერია – ჩვენ ძალიან მალე წარვდგებით დეტალური პროექტებით, 4 წლიანი გეგმით და ამის შედეგი იქნება ის, რომ მაქსიმალურად ოპერატიულად მოვაგვარებთ მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებს

ნოემბერი 10, 2021
768

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია