fbpx
25/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ზუგდიდის ახლადარჩეული მერი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა

12:09 ნოემბერი 22, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
766
ნახვა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი მამუკა წოწერია, მერის უფლებამოსილების შესრულებას დღეს შეუდგა.

მამუკა წოწერია თანამშრომლებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ მოადგილეებთან ერთად წარუდგინა, ახალ მერს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ის იქნება ერთ-ერთი საუკეთესო მერი მუნიციპალიტეტებს შორის.

„დღეს ზუგდიდის ახლადარჩეული მერი მამუკა წოწერია თავისი სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა, დღეს მისი პირველი სამუშაო დღეა და მე მინდა მას წარმატებები ვუსურვო, დარწმუნებული ვარ, მიუხედავად სხვადასხვა გამოწვევისა ის თავს გაართმევს დაკისრებულ ვალდებულებებს და ერთ-ერთი საუკეთესო მერი იქნება ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალიტეტებს შორის“, – აღნიშნა მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი გუგუჩიამ შეხვედრაზე.

მამუკა წოწერიამ ზუგდიდელებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ყოველი სამუშაო დღე იქნება გამსჭვალული პასუხისმგებლობით და განვითარების ტემპი, არა მხოლოდ შენარჩუნდება, არამედ კიდევ უფრო გაიზრდება. იწყება პერიოდი დაუღალავი მუხლჩაუხრელი შრომის და განვითარება გახდება კიდევ უფრო ხელშესახები.

„დღეს ოფიციალურად შევუდექი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შესრულებას, კიდევ ერთხელ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ზუგდიდელებს ამ უდიდესი ნდობის მანდატისთვის. თითოეული ჩემი სამუშაო დღე იქნება გამსჭვალული პასუხისმგებლობით, არა მარტო ჩემი, არამედ მერიის თითოეული თანამშრომლის, რათა განვითარების ტემპი არა მარტო შენარჩუნდეს, არამედ კიდევ უფრო გაიზარდოს“, -აღნიშნა მამუკა წოწერიამ.

მერის განცხადებით, მუნიციპალიტეტში გამოკვეთილია გარკვეული პრიორიტეტები, დაიგეგმება კონკრეტული ღონისძიებები მათ განსახორციელებლად.

 

ავტორი: თეა შონია

თეგები: მამუკა წოწერია

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

მამუკა წოწერია – ჩვენ ძალიან მალე წარვდგებით დეტალური პროექტებით, 4 წლიანი გეგმით და ამის შედეგი იქნება ის, რომ მაქსიმალურად ოპერატიულად მოვაგვარებთ მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებს

ნოემბერი 10, 2021
768
პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია მიმართვას ავრცელებს

ოქტომბერი 29, 2021
778

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია