“ჩვენ გვაქვს განსხვავებული ხედვა ამა თუ იმ პუნქტთან მიმართებაში. დღე ჩვენ ვნახეთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” გადმოდგა რიგი შემხვედრი ნაბიჯები იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ, როგორც ოპოზიციური პარტიები, ვაყენებდით, ეს პოზიტიური განვითარებაა.
ვფიქრობ, ეს დოკუმენტი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია”, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრის დასრულებისას განაცხადა.
“ჩვენ ვაგრძელებთ განხილვას. ახლა ეს დოკუმენტი ვენეციის კომისიაში იგზავნება, განსხვავება გვრჩება რიგ საკითხებში, მაგალითად ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაზე, მაგრამ მთლიანობაში, ამ მომენტში შეთანხმება ისეთია, რომ ეს ასახავს ძირითადად იმ დოკუმენტს, რომელსაც ხელი მოვაწერეთ”, – აცხადებს ჯაფარიძე.









