„ქართველი ხალხი არის ბრძენი და როცა სხვა გზა ვერ დაინახა, გარდა პარლამენტში შესვლისა, საკუთარ პოლიტიკოსებს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს, მაგრამ პოლიტიკოსები ყრუები აღმოჩნდნენ და ქართველი ხალხის ხმა არ ესმით”, – ასე ეხმაურება პარტია “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია NDI-ის კვლევის შედგებს.
იაგო ხვიჩიას მიაჩნია, რომ გიორგი გახარიას რეიტინგი ოპოზიციის დამსახურებაა, რადგან ხალხი მათი დაუფიქრებელი ქმედებების გამო გაბრაზებულია.
„ქართულმა ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა, რომ გახარიას რეიტინგი გაზრდილიყო, რადგან მასამისთვის არაფერი გაუკეთებია. ჩემი აზრით, ხალხი ჩვენი დაუფიქრებელი ქმედებებით ისეთი გაბრაზებულია, რომ ასე გვსჯიან. ახლა მინდა ქართველ ხალხს ვუთხრა, რომ მე არ ვიმსახურებ მაგ ცხრა პროცენტში ყოფნას, იქ ჩემს გარეშე დანარჩენი ოპოზიციური პარტიები დატოვონ. ჩვენ ცალკე ვართ და ამ ყველაფერს, რაც ამ ქვეყანაში ხდება და არ გვესმის, სიგიჟეს ვემიჯნებით“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ცნობისთვის, NDI-ის კვლევის თანახმად, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას საქმიანობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 46%.
ამასთან, 76% ეთანხმება იმ აზრს, რომ ახალ პარლამენტში ყველა პარტია უნდა შევიდეს.











