აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლკის ყოფილი ვიცე-პრემიერი და ყოფილი ოპოზიციონერი ადგურ არძინბა, რუს ჟურნალისტს ვლადიმერ პოზნერს ოკუოირებულ აფხაზეთში ეპატიჟება. ამის შესახებ მან ფეისბუქ გვერდზე დაწერა.
„ის, რაც ხდება საქართველოში, ცნობილი რუსი ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის ვლადიმერ პოზნერის ჩამოსვლის შესახებ, ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად შორს წავიდა კავკასიის ეს რესპუბლიკა თავისი კულტურისგან ჩვენთვის უცხო დასავლური ფასეულობებისკენ. სტუმართმოყვარეობა და თბილი მიღება – ტრადიციებია, რომლებიც კავკასიელებს სისხლში აქვთ, რაც ყოველთვის აქტუალური იქნება და ღრმა კულტურულ ღირებულებას შეიცავს.
კავკასიელი თავის სახლში მოსისხლე მტერსაც კი არ შეეხება და ამაში დიდი სიბრძნეა. ამასთან, ჩვენმა აღმოსავლელმა მეზობლებმა, თანდათანობით უარი თქვეს საკუთარ იდენტობაზე ათწლეულების განმავლობაში, კიდევ ერთხელ გამოიჩინეს თავი „მთელი თავიანთი დიდებულებით“, – წერს არძინბა.
ჟურნალისტმა ვლადიმირ პოზნერმა,რომელიც საქართველოში მეგობრებთან ერთად დაბადების დღის აღსანიშნავად იყო ჩამოსული, სამოქალაქო აქტივისტების მიერ გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ, თბილისი დაგეგმილზე ადრე დატოვა.
ავტორი: თეა შონია











