ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ყოველდღიურად ჩატარებულმა აცრების რაოდენობამ 1 500-ს გადააჭარბა.
მისივე თქმით, 9 აპრილის დილის მონაცემებით აცრილია 18 000-მდე მოქალაქე.
“1 500-ს გადააჭარბა ყოველდღიურად ჩატარებული აცრების რაოდენობამ. ჯამურად დილის მონაცემებით, აცრილია 18 000-მდე მოქალაქე და პროცესი გაგრძელდება”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.











