fbpx
18/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„ყურის აწევაც და მუხლებზე დაყენებაც მიუღებელია, მაგრამ მაშინ სხვანაირი სტანდარტები იყო“ – მეუფე ნიკოლოზი

15:00 ივნისი 6, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
784
ნახვა

„სამართლებრივი წესით, შეიძლება მოსამართლის განჩინების გასაჩივრება და რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ, რადგან მას არ ვეთანხმებით. მოსამართლემ განაჩენი ერთადერთ ვიდეოჩანაწერზე დაყრდნობით გამოიტანა. ეს იყო თავად მეუფე სპირიდონის მიერ გადაღებული ვიდეო, რომელიც Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

ვიდეოში, აღელვებული ბავშვი ამბობს, რომ არსად წასვლა არ უნდა. ცხადია, ამ ჩანაწერში იყო დარღვევები, რადგან, ჯერ ერთი, ბავშვების სახე არ იყო დაფარული, მეორე – ბავშვი აღელვებული ჩანდა. უბრალოდ, მეუფე სპირიდონმა ვერ გადაიღო ისე, რომ გამოჩენილიყო, რა იყო აღელვების მიზეზი“, – განაცხადა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ნინოწმინდაში, ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ადგილზეა ბევრი, რამდენიც საჭიროა, იმდენი სოცმუშაკი და დაველოდოთ, რას დაასკვნიან ისინი. წინასწარ არ ვიცი, აღმოაჩენენ თუ ვერა დარღვევებს. აქ არიან ფსიქოლოგებიც. მე თავად ვიყავი ჩართული, ყველას ვესაუბრე. ფსიქოლოგები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვებთან კითხვები არასტრესულ ვითარებაში დაისვას.

რა თქმა უნდა, დარღვევები და გადაცდომები იყო, მაგრამ აღმზრდელების გაშვება, ძირითადად, მოხდა იქამდე, ვიდრე ეს ბავშვთა სახლი ჩემს ეპარქიაში გადმოვიდოდა. 18 წელია, ეს ბავშვთა სახლი ჩემთან, ჩემს ეპარქიაშია. წმინდა სინოდის სხდომაზე დაჟინებით მოვითხოვე, რომ მისი ხელმძღვანელი ყოფილიყო მეუფე სპირიდონი, რომელმაც, საერთოდ, დაიწყო ეს საქმე.

სინოდმა ეს თხოვნა დამიკმაყოფილა და რამდენადაც ვიცი, ამ პერიოდში, სიტუაცია შედარებით, სტაბილური გახდა. არაა გამორიცხული, რომ გარკვეული ტიპის ფიზიკური ძალადობა ყოფილიყო, რადგან ლაპარაკია იმაზე, თუ რა ხდებოდა 18 წლის წინ სხვაგან. დღევანდელი გადმოსახედიდან, ამას კი არ ვამართლებ, მაგრამ მაშინ აბსოლუტურად სხვა სტანდარტები იყო.

მაშინ საკმარისი იყო, რომ გაეთავისუფლებინათ აღმზრდელი, რომლისგანაც რაიმე ტიპის ფიზიკური ძალადობა იქნებოდა. ბავშვისთვის ყურის აწევაც და მუხლებზე დაყენებაც მიუღებელია, მაგრამ მაშინ სხვანაირი სტანდარტები იყო.

დაიხვეწა ეს სტანდარტები, განვითარდა, დღეს სხვანაირად ვცხოვრობთ, სხვა რეალობაში ვართ და ძალიან კარგია, რომ ეს ასეა. რა თქმა უნდა, რამდენიმე ბავშვი ახლაც ამბობს, რომ ეს ახლაც არის, მაგრამ რასაც ეს ბავშვები ამბობენ, მე არ მსმენია. ოდნავ მაინც რომ გამჩენოდა რაიმე ეჭვი, მერწმუნეთ, რომ ეს საქმე აქამდე არ მოვიდოდა – კამერების წინაშე არ დამჭირდებოდა ლაპარაკი, თავად მოვახდენდი რეაგირებას, აუცილებლად ჩავაყენებდი საქმის კურსში პატრიარქს, წმინდა სინოდს… რომ ყოფილიყო რაიმე ასეთი. პირველ რიგში, მეუფე სპირიდონს დაველაპარაკებოდი“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

თეგები: მეუფე ნიკოლოზინინოწმინდის პანსიონატი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

“ეს არის მსხვერპლი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა გაიღო ქვეყნის თავისუფლებისათვის” – მეუფე ნიკოლოზი

ნოემბერი 8, 2021
846
სამართალი

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ნინოწმინდის პანსიონატი დააჯარიმა

აგვისტო 9, 2021
772
საზოგადოება

მეუფე ნიკოლოზი: „ღირსების მარშს” ძალით თუ ჩაატარებენ, მოჰყვება რაღაც არეულობა

ივნისი 29, 2021
830

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია