ვიაროთ არა რუსეთისკენ, არამედ დეგნანისკენ და ჰარცელისკენ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ლავროვის და რუსეთის გარდა ყველა აღიარებს.
“აბსოლუტურად ყველამ აღიარა ეს არჩევნები, ყველა ქვეყნიდან არის შემოსული მილოცვის წერილები. შეგიძლიათ საგარეო საქმეთა სამინისტროს კითხოთ. როდესაც ყველა აღიარებს ამ არჩევნებს გარდა ლავროვისა, როგორც ჩანს ნიკა გვარამია ელოდება ლავროვის დასკვნას, თანხმობას და მილოცვას, დაველოდოთ ლავროვის მილოცვას და იმედია ნიკა გვარამია მწვანე შუქს აუნთებს რადიკალურ ოპოზიციას რომ დაიკავონ ადგილები საქართველოს პარლამენტში. დეგნანის მას არ სჯერა, ჰარცელის მას არ სჯერა, ამერიკის და ევროპის მას არ სჯერა. დაელოდოს ლავროვის მილოცვას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.











