„დეპუტატები, რომლებიც „ცესკოს“ მონაცემებით გასული არიან პარლამენტში, ყველა დაწერს განცხადებას მანდატების დატოვების შესახებ“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც უდუმაშვილი ამბობს, გადაწყვეტილება თითქმის საბოლოოა.
„დეპუტატები, რომლებიც ცესკოს მონაცემებით გასული არიან პარლამენტში, ყველა დაწერს განცხადებას მანდატების დატოვების შესახებ და პარალელურად ჩაიხსნება ყველა პარტიული სია. საბოლოო საკითხები გავიარეთ და ეს საკითხი პრაქტიკულად შეთანხმებულია. დეკლარაციის მთავარი მოთხოვნა იქნება ის, რაც გააჩნია ოპოზიციას 31 ოქტომბრის შემდეგ“,- განაცხადა ზაალ უდუმაშვილი.
მისივე განმარტებით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მესამე რაუნდის ჩანიშვნა დამოკიდებულია მმართველ გუნდზე, თუ რა წინადადებას შესთავაზებენ ოპოზციას.











