„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ევროპარლამენტარს პასუხობს, რომელმაც ოპოზიციას პარლამეტნში შესვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
როგორც შალვა ნათელაშვილი ამბობს, მსგავსი ევვროპარლამენტარები ევროპის მტერი და საქართველოს არაკეთილმოსურნეა.
„ევროპარლამენტარები, რომლებიც დღეს მოგვიწოდებენ, შევიდეთ გაყალბებული არჩევნების გზით შექმნილ პარლამენტში, თუ მათ ქვეყანაში მოხდებოდა ასეთი ბოროტება, ფალსიფიცირება, იქ გამოჩნდებოდა ასეთი ოლიგარქი, რომელიც გადაუვლიდა მათ ხალხს თავზე, ისინი პირველი დადგებოდნენ ბარიკადებზე. აი, ეს არის უბედურება. სამწუხაროდ, ევროპაში გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები არჩევენ არა ქართველ ხალხთან ურთიერთობასა და ხალხის მხარდაჭერას, არამედ მათ სურვილი აქვთ, ჩვენი ქვეყანა იმართებოდეს ე.წ პოლიტიკური ელიტების მეშვეობით და ამ ელიტების მმართველობამ საქართველო არაერთხელ მიიყვანა კატასტროფამდე. იმედია, ეს აღარ განმეორდება. ყველა ევროპოლიტიკოსი, ევროჩინოვნიკი, ევროპარლამენტარი, რომელიც მოგვიწოდებს, შევიდეთ ივანიშვილის სახელობის პარლამენტში, არის არა მხოლოდ საქართველოს არაკეთილმოსურნე, არამედ ევროპის მტერიც, რადგან ევროპაში ის არ აჩენს და ტოვებს პოლიტიკურ კორონას ივანიშვილის რეჟიმის სახით, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება, იყოს გადამდები მთელი კონტინენტის მასშტაბით, მით უფრო, თუ ამ კორონების უკან დგას პრეზიდენტი პუტინი თავისი უზარმაზარი იმპერიით“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ევროპული სახალხო პარტიის საგარეო საქმეთა წარმომადგენელმა, ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერიმ ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.











