fbpx
20/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ყველა კრიტიკულ ვითარებაში ოპოზიციისკენ იშვერენ ხელს, რა შუაშია აქციები? – გიგა ბოკერია

17:55 ნოემბერი 24, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
840
ნახვა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, მაია ცქიტიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომ კორონავირუსის გავრცელების ის დინამიკა, რაც დღეს ქვეყანაშია, საპროტესტო აქციებს უკავშირდება.

ბოკერიას თქმით, დღევანდელი მძიმე ვითარება დაკავშირებულია მთავრობის არასწორ და მავნებლურ მართვასთან, როდესაც ხელისუფლებამ უაზროდ ჩაკეტა ქვეყანა და არ მოემზადა მეორე ტალღისთვის.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ რეალური გეგმის ნაცვლად, ხელისუფლება ყველაფერს ოპონენტებს აბრალებს და საკუთარ თავზე ნულოვან პასუხისმგებლობას იღებს, ხოლო ასეთი უტიფარი საქციელის ფასს მთელი ქვეყანა იხდის.

„ყველა კრიტიკულ ვითარებაში, რაც კი გვქონია ამ წლების განმავლობაში და ეხლაც, როდესაც ძალიან კრიტიკული ვითარება გვაქვს პანდემიის კუთხით და ამ მთავრობის მიერ გადადგმული უტიფარი და უპასუხისმგებლო ნაბიჯების გამო ეკონომიკაში და პანდემიის მართვასთან დაკავშირებით, ყოველთვის ისინი ერთადერთი პასუხით კმაყოფილდებოდნენ, რომ ოპონენტებისა და სხვა გარემოებებისაკენ იშვერდნენ ხელს, იმიტომ, რომ ნულოვანი განცდა ჰქონდათ საკუთარი პასუხისმგებლობის, რა შუაშია საერთოდ პოლიტიკური ვითარება დღეს იმასთან, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი თვეები, როცა ვირუსის გავრცელების პროცენტულობა დაბალი იყო სეზონისა და სხვა ფაქტორების გამო და როცა ჩაკეტეს გაუაზრებლად და დამანგრევლად მთელი ქვეყანა, არ გამოიყენეს მოსამზადებლად, კოვიდ საწოლები არ მოიმარაგეს, არ დაყვეს სამედიცინო დაწესებულებები კოვიდ და არაკოვიდ დაწესებულებებად, ცხელი ხაზი არ მოამზადეს დიდი დატვირთვისთვის, აღარ გავაგრძელებ, უამრავია ასეთი ჩამონათვალი და დღეს ვხედავთ სრულ ქაოსს, რომელსაც ეწირება ადამიანების სიცოცხლე და არის მთელი ქვეყანა ამ უმძიმეს მდგომარეობაში იმის გამო რაც მთავრობამ არ გააკეთა და იმის გამო რაც გააკეთეს.

რა შუაშია აქციები მომზადებასთან მეორე ტალღისთვის, არაფერ შუაშია, მაგრამ ეს არის ხელწერა და მე ვიტყოდი პოლიტიკური დაღი ივანიშვილის სამარცხვინო რეჟიმის, ამ ოლიგარქის და მისი პოლიტიკური არარაობების და კლოუნების გარემოცვის, რომ საერთოდ არანაირი განცდა არ აქვთ იმის, რომ ხალხს უთხრან რა ხედვა აქვთ, რას აკეთებენ, მხოლოდ ტალახის სროლა სხვისკენ. ასე იქცეოდნენ პირველ თვეებში და ჩვენი საერთო ფული, ხალხის რესურსი დახარჯეს მომზადების ნაცვლად თვითქებაზე, თვითკბობაზე და ოპონენტების დემონიზებაზე და ეხლაც იგივეს აგრძელებენ და ამასობაში ეს კრიზისი გაღრმავდება, არის სრული ქაოსი და ფასს ამ მთავრობის და ამ ოლიგარქის ასეთი უტიფარი საქციელის იხდის მთელი ქვეყანა.“ – განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ კორონავირუსის გაზრდილი დინამიკა აქციებს უკავშირდება.  

თეგები: გიგა ბოკერიაპანდემია

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

ჯანმო: არსებულმა კოვიდ ვაქცინებმა ადამიანები ომიკრონი ვარიანტი მძიმე ფორმების განვითარებისგან უნდა დაიცვან

დეკემბერი 8, 2021
848
მსოფლიო

WHO-ს ხელმძღვანელი: კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის გაჩენა იმის კიდევ ერთი შეხსენებაა, რომ კორონავირუსი არ დასრულებულა

ნოემბერი 30, 2021
796
მთავარი ამბავი

პანდემიამ გლობალური ტურიზმი 2 ტრილიონი დოლარით დააზარალა

ნოემბერი 29, 2021
1.2k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია