ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაჭაში ჰესები არ აშენდეს და კულტურული მემკვიდრეოები არ დავკარგოთ, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„ამ წუთებში ვიმყოფები ონის მუნიციპალიტეტში, რიონის ხეობაში, სადაც უნდა აშენდეს ყოვლად დაუშვებელი ჰიდროელექტროსადგურები. ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით აღნიშნულ პროექტებს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ონისა და ნამახვანის ჰესები არ აშენდეს, რადგან ნამახვანის ჰესი წაგვართმევს ტვიშს, ხოლო ონის ჰესი წაგვართმევს ხვანჭკარას. პ
როექტი ითვალისწინებს 19-ზე მეტი ისტორიული ძეგლის წყლით დაფარვასა და განადგურებას. ასევე ის დროთა განმავლობაში გამოიწვევს ეკოლოგიურ კატასტროფებს.
ამასთან, ერთად იკვეთება სერიოზული კორუფციული გარიგება და გამომუშავებული ელექტროენერგია საკმაოდ მაღალი ფასით უნდა შეისყიდოს გარანტირებულად სახელმწიფომ, რაც ენერგო დამოუკიდებლობას ნამდვილად არ ემსახურება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.










