“ეს იქნება ძალიან სიანტერესო ანგარიში და ყველას მოვუწოდებ, ნაცვლად სპეკულაციებისა, ინტერესით დაელოდონ პრემიერის ამ საინტერესო გამოსვლას”, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პრემიერ- მინისტრის ანგარიშთან დაკავშირებით, განუცხადა.
„საპარლამენტო უმრავლესობას ძალიან ბევრი დეტალი აინტერესებს, რომელიც უკავშირდება ანგარიშს, სამომავლო გეგმებთან და ყველა საკითხთან დაკავშირებით იქნება შეკითხვა დასმული“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, პარლამენტის წინაშე სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშით წარდგება.











