ჩვენ, პრინციპში არ გაგვკვირვებია ის, რაც მოვისმინეთ. თუმცა, ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ დღეს არ არსებობს ქვეყანაში უწყება, რომელთანაც მიხვალ და ეტყვი, რომ – გამოიძიე”, – ამის შესახებ „დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
„ყველაზე დიდი კატასტროფა არის ის, რომ დღეს ქვეყანას ჰყავს პრემიერ-მინისტრი, რომელსაც პატარა ლაწირაკი ბავშვი კარნახობს რა უნდა გააკეთოს. და რაც მთავარია, „ქართული ოცნება“ იმას კი არ ამბობს, რომ არ არსებობს ასეთი რამ, ან გამორიცხულია და ასეთი რამ შეუძლებელია, ამბობს, რომ 10 წლის წინანდელიაო, რასაც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. 10 წლის წინაც ბერა ივანიშვილი ბერა ივანიშვილი იყო”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ცნობისთვის, “ტვ პირველის” ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო რამდენიმე პირის დასჯას უკვეთავს.











