„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს.
როგორც ვაშაძე ამბობს, პრეზიდენტმა მედიატორის მრავალი ვიზიტის მიუხედავად შეწყალების პროცედურის გამოყენებაზე უარი განაცხადა, რომელსაც შეეძლო პროცესი წინსვლისკენ დაეძრა.
„ერთ-ერთი ყველზე დესტრუქციული როლი ამ პროცესში ითამაშა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, იმიტომ, რომ ჩემი ინფორმაციით, იმ არაერთი ვიზიტის მიუხედავად, რომელიც მასთან იყო, მან უარი განაცხადა შეწყალების პროცედურის გამოყენებაზე ამ პროცესში.
თვითონ ის ფაქტი, რომ შეწყალების პროცედურა არ არის გამოყენებული და „ქართული ოცნების“ ხისტი პოზიცია რურუასთან დაკავშირებით, ცალსახად ხაზს უსვამს და მიუთითებს, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი. სწორედ და მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ისინი ამ გადაწყვეტილებას არ იღებენ, თორემ დასავლეთი შეთანხმებულია იმაზე, რომ მიზეზი, რის გამოც ის ციხეში ზის, ეს არის აბსოლუტურად ხელოვნური მიზეზი და, რა თქმა უნდა, რეალურ დანაშაულთან ამას კავშირი არ აქვს.
ვფიქრობ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ უნდა იყვნენ და ამ მოლაპარაკებებამდეც ცალსახად ვაფიქსირებდით „სტრატეგია აღმაშენებელი“ ჩვენს პოზიციას, რომ ვერ დავუტოვებდით მძევლად პატიმრებს „ქართულ ოცნებას“ და აუცილებლად უნდა ყოფილიყო შეთანხმება რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით. დანარჩენ სამ პუნქტზე, ჩვენ თანახმა ვართ, რომ დღესაც ხელი მოვაწეროთ, მაგრამ ეს ორი საკითხი უნდა იყოს რეგულირებული.
მე აქვე მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც თვითონ რაღაც ტექსტებით მოგვმართავს, რომ ჩვენ ყველა კომპრომისულები“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ „ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის თითქმის 7 საათიანი შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.
როგორი იქნება შარლ მიშელის შემდგომი ნაბიჯები, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც დანიელსონი მას მოლაპარაკებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გააცნობს.










