fbpx
17/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ყვითელი მიკროავტობუსების პარკი წლის ბოლომდე მთლიანად განახლდება – კახა კალაძე

13:27 ივლისი 8, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
774
ნახვა

ყვითელი მიკროავტობუსების პარკი წლის ბოლომდე მთლიანად ახალი მიკროავტობუსებით ჩანაცვლდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“ავტობუსების განახლების პროგრამა უკვე დასასრულს უახლოვდება და ძალიან მალე თბილისში არცერთი ყვითელი ავტობუსი არ იმოძრავებს. ალბათ თქვენც ხედავთ, უკვე როგორ მრავლად დადიან ქალაქში მწვანე, 8, 10, 12-მეტრიანი ავტობუსები, რომლებიც თბილისელებს ემსახურება. ასევე, დავიწყეთ მიკროავტობუსების განახლების და ჩანაცვლების პროგრამა. მუნიციპალიტეტმა შეიძინა პირველი 300 ერთეული მიკროავტობუსი, სადაც კომპანიას ჰქონდა ვალდებულება, რომ ეს ავტობუსები გამოესყიდა. მინდა, დადასტურებულად გითხრათ, რომ პირველი ივლისი იყო ის თარიღი, როდესაც უნდა დასრულებულიყო ჩვენ მიერ შეძენილი 300 ერთეული მიკროავტობუსის გამოსყიდვა. კომპანიამ ეს მიკროავტობუსები გამოისყიდა იმ ღირებულებით, რა ღირებულებითაც ჩვენ შევიძინეთ,” – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტი და კომპანია ჯამში კიდევ 700 ერთეულ მიკროავტობუსს შეისყიდიან.

“მიღებული თანხებით ვაპირებთ, კიდევ დამატებით შევისყიდოთ მიკროავტობუსები. კომპანიას აქვს ვალდებულება, შეიძინოს დამატებით 400 ერთეული მიკროავტობუსი. საერთო ჯამში, ეს ახალი შესყიდვა არის 700 ერთეული. 300 უკვე ნაყიდი გვყავს და ჯამში, 1000 მიკროავტობუსი წლის ბოლოდან უკვე მოემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას. წლის ბოლოდან ქალაქში აღარ იმოძრავებს არცერთი ძველი, ყვითელი მიკროავტობუსი, რომელიც ძალიან დიდ დისკომფორტს წარმოადგენდა ადამიანებისთვის, თუნდაც თავისი გამონაბოლქვით. შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის როლი, რომელიც ძალიან დიდი იყო ჰაერის დაბინძურებაში, წლის ბოლოდან ეს პრობლემა მოგვარებული იქნება და ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესმება. იმ ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობენ, მოემსახურება ახალი, მოწესრიგებული, კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ეს არის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ჩვენთვის, მნიშვნელოვანი რეფორმები დავიწყეთ ამ მიმართულებით, რომლებიც მომავალშიც გაგრძელდება,” – განაცხადა კახა კალაძემ.

თეგები: კახა კალაძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

იმდენი საქმე გვაქვს, არ მინდა „ნაცმოძრაობის” სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე დავხარჯო დრო – კახა კალაძე

იანვარი 24, 2022
786
მთავარი ამბავი

უკრაინასა და უკრაინელ ხალხს ჩვენი მხრიდან ყოველთვის ჰქონდა, აქვს და ექნება მხარდაჭერა – კახა კალაძე

იანვარი 24, 2022
771
პოლიტიკა

რა რუსთავის ციხიდან სააკაშვილის გატაცება? ეს არ არის სერიოზული – კახა კალაძე

დეკემბერი 30, 2021
787

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია